logo
ENG



მეუფე იაკობი: თუ ვინმეს მხარს დავუჭერთ, მთავარი ოპოზიციური ძალა მთავარი აღარ იქნება

15 თებ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი ამჯერად ოპოზიციას დაემუქრა. 

მისი თქმით, ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე ვერავინ ვერ შეძლებს ხელისუფლებაში ყოფნას, რადგან სათანადო ავტორიტეტი არავის აქვს. 

ეპისკოპოსმა თქვა ისიც, რომ თუ ეკლესია მოინდომებს, "მთავარი ოპოზიციური ძალა [ენმ] მთავარი აღარ იქნება". 

"მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ. ავტორიტეტი აქვს რომელიმე [პარტიას]? ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს და გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს. კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით. ანუ მეორე ძალა, ახლა რომ არის მთავარი ოპოზიცია, ის არ იქნება მთავარი ოპოზიცია. თუ ჩვენ ვინმეს მხარს დავუჭერთ, დღეს მოქმედს არავის. საქართველოს უფსკრულში არ გადავაჩეხინებთ არავის, თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას". - თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.  

ეპისკოპოსმა იაკობმა ადრეც თქვა, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ხალხის მობილიზებაას ქუჩაში,  ეკლესიას კი, თუ ეს დასჭირდება, ბევრი ხალხის გამოყვანა შეეძლება. პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა მან მაშინაც დააანონსა


close დახურვა